“მანჩესტერ იუნაიტედის” მექსიკელმა თავდამსხმელმა ხავიერ ერნანდეს ჩიჩარიტომ, ნაკრების რიგებში ჰონდურასთან გასამართი ამხანაგური მატჩისწინა მოთელვაზე ტრავმა მიიღო.
27 წლის ფეხბურთელი ჰონდურასელ მცველ ბრაიან ბეკელესს შეეჯახა და ლავიწის ძვალი გაიტეხა. ექიმების თქმით, ერნანდესს 3-4 კვირა გაუცდება და კონკაკაფის “ოქროს თასის” ტურნირში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.
“მარჯვენა ლავიწის ძვლის მოტეხილობა დადასტურებულია” - უთხრა მექსიკის ნაკრების ექიმმა ხერარდო აგილარიმ ESPN-ს.
“მისი ტრავმა გუნდის თამაშზე გავლენას იქონიებს, მაგრამ ჩვენ მომავალზე ვფიქრობთ. ესაა უსიამოვნო სიტუაცია, რომლის შეცვლის ძალა ნამდვილად არ შეგვწევს” - განაცხადა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მიგელ ერერამ.
ერნანდესი 2014 წელს “წითელი ეშმაკებიდან” მადრიდის “რეალში” განათხოვრების წესით გადავიდა, მაგრამ 2015 წლის გაზაფხულზე “სამეფო კლუბმა” არც განათხოვრების ხელშეკრულება გააგრძელა და არც მექსიკელის ტრანსფერი გამოისყიდა, რის შემდეგაც ის “მანჩესტერში” დაბრუნდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეეჰ ჩიჩა რაა. მისცეს ამას ცოტა სათამაშო დრო 1 გალმა ბლინ!!!!! ზალატოი ზამენაა ტიპი.
იმედია არ გაურთულდება..
ცუდია...
ესეც უნდა გავყიდოთ და პერსიც და რაც შეიძლება მალე
Rogorc ityvian meety...a patroni
გამიტყდა
მაგარი კაცია ჩიჩაა
წარმატებები მას
მოქმედი კონტრაქტი მანიუსთან გაისად უსრულდება და თავისუფალი აგენტი ხდება ჩიჩა.
თუ მანიუმ ახლაც გაანათხოვრა,მაშინ მასში ვეღარაფერს აიღებს...
წარმატებები ჩიჩას და კმაყოფილი დავრჩი მისით,განსაკუთრებით ბოლო ტურებში როცა "აყროლებულმა მაკარონმა" სათამაშო დრო აღირსა!
შენ კარლო რატო არ გევასება? რომელი ჰყავდა რეალს მაგაზე უკეთესი მწვრთნელი დელ ბოსკეს მერე?
ჩიჩა შე მაგაროოო
ემედია კარგად წავა ამის კარიერა
მშვენიერი თავდამსხმელია
ჩიჩა მაგის დრო იყო მადრიდში უნდა დამებრუნებიე

ეგ უნდოდა ამას?