30 წლის ესპანელი ცენტრი მარკ გასოლი, უახლოეს მომავალში “მემფის გრიზლისთან” 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ამ ხნის განმავლობაში ესპანელი გიგანტი ჯამაგირის სახით 108 მილიონ დოლარს მიიღებს. აღნიშნულ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.
მარკი “დათვების” ღირსებას 2008 წლიდან იცავს. განვლილ სეზონის რეგულარულში გასოლმა 81 მატჩი ჩაატარა, ესპანელი საშუალოდ ერთ მატჩში 17.4 ქულას 7.8 მოხსნას და 3.8 პასს აგროვებდა.