ფეხბურთი

17:39 | 2.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნერგაძე “ვითსს” დაშორდა

გიორგი ნერგაძემ სამხრეთ აფრიკის საფეხბურთო უმაღლესი ლიგის კლუბის “ბიდვესტ ვითსი” დატოვა. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი kickoff.com-ი იუწყება.

32 წლის ქართველი ნახევარმცველის წასვლა “ვითსის” აღმასრულებელმა დირექტორმა ხოსე ფერეირამაც დაადასტურა:

“მან კლუბი უკვე დატოვა იმ ხელშეკრულების საფუძველზე რაც გვქონდა”.

ნერგაძე “ვითსში” გასული სეზონის დასაწყისში “მოროკა სვოლოუვსიდან” გადავიდა და მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა.

kickoff.com-ის ინფორმაციით, ნერგაძის მენეჯერი სამხრეთ აფრიკის უმაღლეს ლიგაში სხვა კლუბს ეძებს. ასევე, არაა გამორიცხული, ის საქართველოში დაბრუნდეს და კლუბს შეუერთდეს, რომელსაც მისი გადაბირება შარშან სურდა.

0.118216