ლატვიაში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა პირველი სპარინგ-მატჩი გამართა. გია კაზანჯიანის გუნდის მეტოქე მასპინძელი ქვეყნის ნაკრები იყო. ლატვიელებს რომ გამორჩეულად ნიჭიერი თაობა ჰყავთ კიდევ ერთხელ დამტკიცდა. მასპინძლებმა ქართველ თანატოლებს 93:68 მოუგეს.
მატჩის დებიუტში ჩვენებმა სოლიდური წინააღმდეგობა გაუწიეს ლატვიელებს. პირველ მეოთხედში ქართველებმა ტოლი არაფერი დაუდეს მასპინძლებს და საწყისი პერიოდის ბოლოს თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა - 24:24. მეორე ათწუთეული მთლიანად ბალტიისპირელების იყო, რომლებმაც პერიოდი 24:8 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის 16 ქულით დაწინაურდნენ.
მეორე ტაიმში ქართველებმა დაცვა გააძლიერეს და ჩამორჩენის გაბათილებასაც წარმატებით ართმევდნენ თავს. თანაბარი მესამე პერიოდის შემდეგ, გადამწყვეტ ათწუთეულში მასპინძელთა ულიდერობა 10 ქულას ჩამოსცდა, ხოლო მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ქართველები 6 ქულით მიუახლოვდნენ მასპინძლებს - 63:69.
თითქოს ყველაფერი ქართული სცენარით მიდიოდა და კაზანჯიანის გუნდიც ახლოს იყო წარმატებასთან, თუმცა ლატვიელებმა 1 შეტევაში 5 ქულა მიითვალეს. წარმატებულ გარღვევას მოყოლილი საჯარიმო კი ააცილეს, თუმცა ბურთი ლატვიელებმა მოხსნეს და სამქულიანი ჩააგდეს. ანგარიში 74:63 გახდა და ქართველებიც გატყდნენ.
დარჩენილ 2 წუთში კაზანჯიანმა მოედანზე სათადარიგოები შეუშვა, მასპინძლებმა კი ბოლომდე შეინარჩუნეს მებრძოლი შემადგენლობაც და ხასიათიც. ის კი არა, საფინალო სირენამდე 20 წამით ადრე ლატვიელებმა წუთშესვენება აიღეს და მანამდე შერჩეული, პრესინგზე დამყარებული ტაქტიკით ჩაამთავრეს თამაში. საბოლოოდ კი, 25-ქულიანი გამარჯვება „გამოჭედეს“.
რაც მართალია, მართალია: ლატვიელებმა ფარი პირწმინდად მოიგეს – მასპინძლებმა ქართველებზე 17-ით მეტი ბურთი მოხსნეს. უმთავრესი კომპონენტი, რის გამოც ქართველები დამარცხდნენ, გაუკონტროლებელი პერიმეტრი იყო. ლატვიელებმა 14 სამქულიანი ჩააგდეს, როცა კაზანჯიანის გუნდის წევრებმა მთლიანობაში 5 შორი სროლა მიითვალეს.
მარგი ქმედების კოეფიციენტით ჩვენიანთაგან საუკეთესო ლუკა ბულაშვილი იყო (10 ქულა, 3 ჩაჭრა), ქართველთაგან ბომბარდირი კი 12 ქულით (პლუს 7 მოხსნა) ვილი ისიანი გახდა. 9 ქულა მიითვალა, თუმცა 5 ბურთი დაკარგა გიორგი ცირიკიძემ, 8 ქულა და ამდენივე მოხსნა მოაგროვა ლადო ფურცხვანიძემ.
მორიგი ქართულ-ლატვიური სპარინგი 2 ივლისს გაიმართება.
18-წლამდელები. ამხანაგური მატჩი. მადონა. ლატვია. 1 ივლისი
ლატვია 93:68 საქართველო (24:24, 24:8, 18:17, 26:19)
სრული სტატისტიკა: 93:68
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მოკლედ და კორექტულად ვიკითხავ: კაზანჯიანის გაწვრთნილი გუნდით როდის გაგვხარებია?!!!! თუ მაინდამაინც გავიხსენო მისი გაწვრთნილი ნაკრების ჩინეთთან ჩატარებული მატჩი რომელიც ანტირეკორდად დარჩება საუკუნეეები განმავლობაში.... ლეპოტიზმის დედას შვც აქაც... და ყველგან!!!

Kai bichebi arian umetesoba tsarmatebebi
საწყენია. იმედია შესარჩევში გამოასწორებენ ხარვეზს.