ფეხბურთი

15:53 | 2.07.2015 | ნანახია 0 - ჯერ

მახარაძის გამარჯვება, კვესიეშვილის უგოლო ფრე

უზბეკეთის საფეხბურთო უმაღლესი ლიგის მე-15 ტურში, ტაშკენტის “ფახთაქორმა”, რომელსაც კახა მახარაძე კაპიტნობს, სტუმრად “ანდიჟანს” 1:0 აჯობა.

ქართველმა საყრდენმა ნახევარმცველმა ანდიჟანელებთან შეუცვლელად ითამაშა. “ფახთაქორს” 37 ქულა აქვს და უზბეკეთის ჩემპიონატის ლიდერია.

“ყიზილქიმმა”, რომელშიც გიორგი კვესიეშვილი გამოდის, სახლშო ფერღანის “ნეფთჩის” ვერ აჯობა – 0:0. ქართველმა მარცხენა მცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა. “ყიზილქუმი” 21 ქულით 16 გუნდში მერვეა.


Comments (0)

Please log in to post a comment Log in Or Register

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.077989