ფეხბურთი

15:02 | 2.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

რომან ფიფიას მიმართვა “გაბალასთან” მატჩამდე

საფეხბურთო კლუბ თბილისის “დინამოს” პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “გაბალასთან” საშინაო მატჩამდე კლუბის ოფიციალური ვებგვერდით მიმართვა გაავრცელა.

“პირველ ყოვლის ყველა დინამოელის სახელით მივესალმები საფეხბურთო კლუბ “გაბალას”, მის წარმომადგენლებს, მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს, ჩვენს მეგობრებს მეზობელი ქვეყნიდან. “გაბალა” ღირსეული მეტოქეა და ჩვენთვის აზერბაიჯანელი სტუმრების მიღება დიდი პატივია. “დინამომ” თავის ისტორიაში პირველი მატჩი ხომ სწორედ ბაქოელ თანაკლუბელებთან გამართა.

ეს ჩვენთვის ახალი სეზონის პირველი ოფიციალური მატჩია და ყველანი დიდი ინტერესით ველოდებით 2 ივლისის შეხვედრას. ევროთასები ყოველთვის განსხვავებული ხიბლითა და ატმოსფეროთი გამოირჩევა. ახალი სეზონის წინ წარმატება მინდა ვუსურვო ყველა დინამოელს, პირველი გუნდის მოთამაშეებს, დუბლიორებს და განსაკუთრებით აკადემიის აღსაზრდელებს, ვისზეც ჩვენი გუნდის მომავალი დგას.

ბევრი დაუვიწყარი ევროპული საღამო ახსოვს “დინამო არენას” და იმედია, დღევანდელი დაპირისპირებაც სწორედ ერთ-ერთი მათგანი იქნება.

“დინამო თბილისის” პრეზიდენტი რომან ფიფია”, - ნათქვამია მიმართვაში.

0.134751