ფეხბურთი

13:44 | 2.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალო” დუშეთში მოემზადება

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დებიუტანტი “საბურთალო” მოსამზადებელ პერიოდს დუშეთში გაივლის. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” საბურთალოელთა პრესატაშე კახა მგელაძემ აცნობა.

გია ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით გუნდი დუშეთში 23 ივლისს გაემგზავრება და 6 აგვისტომდე დარჩება. მანამდე “საბურთალო” სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს – 9 ივლისს ქუთაისის “ტორპედოსთან”, 16 ივლისს – ბოლნისის “სიონთან”, 19 ივლისს – თბილისის “ლოკომოტივთან”.

“საბურთალოს” ახალწვეულია გიორგი ფანცულაია. გუნდს მარცხენა მცველი გიორგი თევზაძე დაუბრუნდა, რომელმაც გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით “სამტრედიაში” გაატარა. “საბურთალო” ჯიმი ტაბიძემ დატოვა, რომელიც ბელგიის ჩემპიონ “გენტში” გადავიდა.

მგელაძის ინფორმაციით, “საბურთალოს” დუბლშემადგენლობას რევაზ გოცირიძე გაწვრთნის, რომელიც პარალელურად მთავარი მწვრთნელის ჭიაბრიშვილის ასისტენტად ისევ იმუშავებს. გოცირიძეს დუბლებში ბახვა ამბიძე დაეხმარება.

0.121644