ფეხბურთი

13:11 | 2.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰიდინკი ბლინდმა შეცვალა

ჰოლანდიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. “ნარინჯისფერებს” მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან დანი ბლინდი ჩაიბარებს. ამის შესახებ ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაცია იუწყება. ბლინდი რამდენიმე დღის წინ ნაკრებიდან წასულ გამოცდილ გუუს ჰიდინკს შეცვლის.

53 წლის სპეციალისტი 2012 წლიდან მოყოლებული ჰოლანდიის ნაკრებში უკვე მუშაობდა, თუმცა აქამდე მას მთავარი მწვრთნელის თანაშემწის თანამდებობა ეკავა.

ჰოლანდიელთა მთავარი გუნდი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში წარუმატებლად ასპარეზობს. პირველ შესარჩევ ჯგუფში “ორანიეს” 10 ქულით მესამე ადგილი უკავია და ისლანდიასა და ჩეხეთს ჩამორჩება.

0.116552