უიმბლდონის მეორე წრეში რუსმა მარია შარაპოვამ ჰოლანდიელი რიჩელ ჰოგენკამპი მარტივად 6:3, 6:1 დაამარცხა. შეხვედრამ საათსა და 4 წუთს გასტანა.
მარიამ 1 ეისი ჩააწოდა და 8 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო ჰოლანდიელს 1 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. 60 გათამაშება შარაპოვას გამარჯვებით დასრულდა, ხოლო 40 – ჰოგენკამპის.
ტურნირის 1/16-ფინალში შარაპოვას მეტოქე მსოფლიოს რეიტინგის 32-ე ნომერი რუმინელი ირინა ბეგუ იქნება. ურთიერთშეხვედრებში მარია რუმინელს 1:0-ს ამარცხებს.