ჩოგბურთი

18:49 | 1.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა უიმბლდონის მეორე წრე უპრობლემოდ დაძლია

მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონის მეორე წრეში ფინელი იარკო ნიემინენი 6:4, 6:2, 6:3 დაამარცხა. მატჩის სტარტზევე ფინელმა ბრეიკი შეასრულა და 2:0 დაწინაურდა, ეს იყო და ეს რაც იარკომ მოახერხა. ჯოკოვიჩმა შეხვედრა მარტივად სულ რაღაც საათსა და 34 წუთში დაამთავრა. ნოლემ 8 ეისი ჩააწოდა და 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო ნიემინენს 2 ეისი და ორი ორმაგი შეცდომა ჰქონდა. 95 გათამაშება სერბის გამარჯვებით დასრულდა, ხოლო – 65 იარკოს სასარგებლოდ.

უიმბლდონის 1/16-ფინალში ნოვაკი ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩს დაუპირისპირდება. ურთიერთშეხვედრებში ბალკანელი ტომიჩს 4:2-ს ამარცხებს.

0.117347