ფეხბურთი

18:35 | 1.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩიკვილაძე “გურიაში” ითამაშებს

საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადარი ლანჩხუთის “გურია” დღეს შეიკრიბა. ლანჩხუთელთა მთავარი მწვრთნელის კახი გოგიჩაიშვილის განკარგულებაში სეზონის პირველ ვარჯიშზე მხოლოდ 13 ფეხბურთელი გახლდათ. მათ შორის იყო 31 წლის მცველი თენგიზ ჩიკვილაძე, ვინც გურულთა გუნდის ახალწვეულია. ჩიკვილაძე გასულ სეზონში ქუთაისის “ტორპედოში” ირჯებოდა. აღსანიშნავია, რომ 2013-2014 წლების სეზონი 31 წლის ფეხბურთელს “გურიაში” აქვს გატარებული.

როგორც “გურიას” ფეისბუქის გვერდი იტყობინება, გუნდს დანარჩენი ფეხბურთელები თანდათან შეუერთდებიან.

0.12026