დასასრულს მიუახლოვდა რუსეთის ვაჟ მოჭადრაკეთა ეროვნული ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც მოსკოვში მცხოვრები ქართველი საერთაშორისო მოჭადრაკე მიხეილ ქობალიაც მონაწილეობს.
შვიდი ტურის შემდეგ ქობალიას რამდენიმე მოჭადრაკესთან ერთად 5 ქულა ჰქონდა, ერთპიროვნულ ლიდერ ალექსანდრ მოტულევს ნახევარი ქულით ჩამორჩებოდა და ერთ-ერთი სინჯის მედლის მოპოვება შეეძლო. მერვე ტურში ქობალია შავებით ვლადისლავ არტემიევთან დამარცხდა და ეს შანსი დაკარგა. ბოლო ტურში მისი მეტოქე ევგენი ნაერი იქნება.