ფეხბურთი

14:54 | 1.07.2015 | ნანახია 615 - ჯერ

“მილანმა” ნიანგთან გაახანგრძლივა

იტალიურმა “მილანმა” გუნდის ფრანგ თავდამსხმელ მბიაიე ნიანგს კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაუხანგრძლივა. აქამდე ნიანგი “სან სიროზე” 2017 წლამდე უნდა დარჩენილიყო, ახალი ხელშეკრულების თანახმად კი 2019 წლამდე ითამაშებს.

20 წლის იმედისმომცემი ფორვარდი ლომბარდიულ გრანდში 2013 წლის ზამთრიდან მოყოლებული ირიცხება. გასული სეზონის მეორე ნახევარი კი იჯარით “ჯენოაში” გაატარა და თავი კარგად წარმოაჩინა. ფრანგმა გენუელთა რიგებში ჩატარებულ 14 მატჩში 5 გოლი გაიტანა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:21 | 08.07.2022
baxt (1836)

როგორც მილანის ძველი გულშემატკივარი, მილანის დიად მცველებს ვერც შევადარებ, ისეთებს, როგორიც იყვნენ ბარეზი, მალდინი, კოსტაკურტა, ან ნესტა, თუმცა დღევანდელი ფორმაციის მილანში ყოფნას ნამდვილად იმსახურებდა, არავისზე ნაკლები მცველი არაა, თუ უკეთესი არა.

0.063385
615