“ნიუ ორლეანის” ცენტრი ენტონი დევისი კლუბთან უახლოეს მომავალში ახალ კონტრაქტს ხელს მოაწერს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. 22 წლის ცენტრი კლუბთან 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, რაშიც კალათბურთელი 145 მილიონ ამერიკულ დოლარს დაიმსახურებს.
ენტონი დევისი 2012 წლიდან“ნიუ ორლეანში” ირიცხება. ცენტრმა განვლილ სეზონში 68 მატჩი ჩაატარა, სადაც დევისი საშუალოდ ერთ მატჩში 24.4 ქულას 10.2 მოხსნას და 2.2 პასს აკეთებდა.