ჩოგბურთი

0:30 | 1.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

თელავში პირველი წრე დასძლიეს

თელავში დაწყებული მორიგი 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში 3 ქართველი ჩოგბურთელი ჩაება, რომელთაგან საწყისი წრე ორმა დასძლია.

მე-2 ნომრად განთესილმა მარიამ ბოლქვაძემ იაპონელ სეირა შიმიზუს 7:5, 6:4 მოუგო და უნგრელ შაბინა სლავკოვიჩს ეთამაშება. თინათინ ყავლაშვილმა მე-8 რეიტინგის მქონე რუს იულია ბრიზგალოვას 6:4, 7:5 სძლია და ფრანგ ჟული რაზაფინდრანალისთან ჭიდილი ელის, თამარ ჭალაგანიძე კი მე-4 ნომრად განთესილ რუს ამინატ კუშკოვას ვერ გაუმკლავდა – 4:6, 4:6.

ცნობისთვის, კვალიფიკაციაში ძალები ანა ახალკაცმა და ანა ქადაგიძემაც სცადეს, თუმცა, წარმატებას ვერ მიაღწიეს.

წყვილებში ქადაგიძე და სომეხი მარიამ ბაიატიანი რუს ლიდკოვსკაიასთან და უკრაინელ პისკუნთან 2:6, 0:6 დამარცხდნენ, ხოლო ჭალაგანიძემ და შვედმა ნუკიმ რუს რუდენკოსთან და ბელარუს ზუბკოვასთან წააგეს – 6:3, 4:6, 5:10.

0.121777