დღეს ცნობილი გახდება საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა, რომელიც მზადებას დაიწყებს 2015 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის.
ნაკრების წევრთა სია 12:00 საათზე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის შეხვედრების ოთახში გამომზეურდება და სავარაუდოდ, ეროვნული გუნდის მზადების და საკონტროლო მატჩების დაზუსტებულ გეგმასაც გავიგებთ.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2015 5-20 სექტემბერს გახლავთ დაგეგმილი და პირველი რაუნდის მატჩებს ერთბაშად 4 ქვეყანა უმასპინძლებს.
ქართველი კალათბურთელები C ჯგუფში მოხვდნენ და მასპინძელი ხორვატიის გარდა, სლოვენიას, საბერძნეთს, მაკედონიას და ჰოლანდიას ეთამაშებიან.