მრავალი ევროპული შიდა ჩემპიონატისგან განსხვავებით კვლავ მიმდინარეობს ლიტვის ჩემპიონატი, სადაც ქართველი ფეხბურთელი თამაზ ჩარგეიშვილი თამაშობს.
ლიტვის ა ლიგის მე-19 ტურში “სტუმბრასმა” სტუმრად 2:1 დაამარცხა “შიაულიაი”, რომლის განაცხადში ვერ ვიხილეთ თამაზ ჩარგეიშვილი. ქართველი ფეხბურთელის კლუბი ლიტვის ა ლიგის ათგუნდიან ჩემპიონატში 8 ქულით ბოლო ადგილზეა.
ლიტვის ა ლიგის სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე ნიკა აფაქიძისა და ბესო ამაშუკელის კლუბი “ტრაკაი” 40 ქულით იმყოფება.