ფეხბურთი

19:39 | 30.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გაბალა” თბილისში ავტობუსით წამოვიდა

აზერბაიჯანის “გაბალა” “დინამოსთან” უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის ჩასატარებლად თბილისში ავტობუსით გამოემგზავრა.

ინტერნეტპორტალ azerisport.com-ის ინფორმაციით, რომან გრიგორჩუკმა შეგირდები დილას ავარჯიშა და შუადღეს გუნდი თბილისში ავტობუსით წამოვიდა.

1 ივლისს “გაბალას” მთავარი მწვრთნელი 19:45 საათზე პრესკონფერენციას ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ჩაატარებს, ხოლო 20:00 საათზე აზერბაიჯანელების ვარჯიში დაიწყება, რომელიც ღია საწყისი 15 წუთი იქნება.

“დინამო” – “გაბალას” მატჩის ბილეთები “დინამო არენას” სალაროებში 1 ივლისიდან გაიყიდება და 5 ლარი ეღირება. სტადიონზე მიმდინარე რეკონსტრუქციის გამო, მხოლოდ 8000 ბილეთს გაყიდიან.

0.103248