საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის პირველი რაუნდის დაძლევა მოახერხა და 45 სარეიტინგო ქულა მიიღო.
არგენტინელ ფაკუნდო ბანისთან მატჩში ბასილაშვილი აშკარა ფავორიტად მოიაზრებოდა და ეს სტატუსი გაამართლა. ნიკოლოზმა სამხრეთამერიკელს 6:4, 7:6 (7:3), 6:2 სძლია.
უიმბლდონის მე-2 რაუნდში ბასილაშვილის მეტოქე ამ წუთებში ირკვევა. მე-15 ნომრად განთესილი ფელისიანო ლოპესი ბელგიელ სტივ დარსის ეთამაშება და პირველი სეტი 6:2 მოუგო.