მოსკოვში მიმდიმარე დვორკოვიჩის თასის ბოლოსწინა ტურში საქართველოს იუნიორ მოჭადრაკეთა ნაკრები რუსეთთან 1.5:2.5 დამარცხდა და ლიდერობა დათმო.
მე-8 ტურში გიორგი სიბაშვილმა (2388) და ნინო ხომერიკმა (2244) წააგეს, გამარჯვება ნოე თუთისანმა (2300) იზეიმა, ნიკა ღვამბერიამ (2133) კი ყაიმი დააფიქსირა.
შედეგად, ქართველ მოჭადრაკეებს 9 ქულა შერჩათ და ჩინეთთან ერთად, მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ, პირველ პოზიციაზე კი დვორკოვიჩის გუნდია 10 ქულით.
ბოლო ტურში, რომელიც დღეს შედგება, ქართველები ჩინელებს ეთამაშებიან, ხოლო დვორკოვიჩის გუნდი სომხეთს გაეჯიბრება.