ფეხბურთი

13:25 | 30.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რომა” და ჯეკო შეთანხმდნენ

იტალიის ვიცე-ჩემპიონი “რომა” ინგლისური “მანჩესტერ სიტის” ბოსნიელი თავდამსხმელის ედინ ჯეკოს შეძენასთან ერთ ნაბიჯშია. გამოცემა “სქაი სპორტის” ინფორმაციით, რომაული გუნდი და ჯეკო პირად კონტრაქტზე უკვე შეთანხმდნენ და მოლაპარაკებების დასრულება არც “სიტისთან” უნდა გაჭირდეს. 29 წლის ფორვარდი რომში სეზონში 4.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ედინ ჯეკო “სიტის” 2011 წელს გერმანული “ვოლფსბურგიდან” შეუერთდა. გასულ სეზონში მაღალმა თავდამსხმელმა ინგლისის პრემიერლიგაში 22 მატჩში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა.

0.1128