გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარმა “შტუტგარტმა” ჩეხეთის ახალგაზრდული ნაკრებისა და “ვისოჩინას” იმედისმომცემი თავდამსხმელი იან კლიმენტი შეიძინა. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული გუნდის ვებგვერდმა დაადასტურა. ჩეხი ფორვარდი “შვაბების” ღირსებას” 2019 წლის ზაფხულამდე დაიცავს.
21 წლის კლიმენტმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, სადაც ჩეხეთი მასპინძელი იყო, სერბეთის წინააღმდეგ ჰეთ-თრიქის შესრულება მოახერხა. გასულ სეზონში კი თავისი გუნდის რიგებში 15 მატჩში თავი ორჯერ გამოიჩინა.