ფეხბურთი

12:02 | 30.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

კილასონიამ “სიონი” შეკრიბა

ბოლნისის “სიონმა” ახალი მთავარი მწვრთნელის ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით მომავალი სეზონისთვის მზადება განაახლა. ბოლნისელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, გუნდი თბილისში “მერანის” სტადიონზე შეიკრიბა.

მოსამზადებელ პერიოდში ბოლნისელები რამდენიმე ამხანაგური მატჩის ჩატარებას გეგმავენ და პირველად 16 ივლისს “საბურთალოს” დაუპირისპირდებიან.

კილასონია გასულ სეზონში რუსთავის “მეტალურგში” მუშაობდა, რომელიც პირველ ლიგაში დაქვეითდა. მან ლადო ბურდული შეცვალა, რომელსაც კლუბის გენდირექტორისა და “სიონის” მთავარი მწვრთნელის პოსტის შეთავსება უწევდა.

0.250063