ფეხბურთი

11:01 | 30.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მილანს” რომანიოლი აინტერესებს

იტალიური “მილანი” ახალი სეზონისთვის გაძლიერებას განაგრძობს. ავტორიტეტული გამოცემა “გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, “როსონერის” მორიგი სამიზნე “რომას” ნიჭიერი ცენტრალური მცველი ალესიო რომანიოლი გახლავთ. 20 წლის ფეხბურთელს დედაქალაქური გუნდი 30 მილიონ ევროდ აფასებს. თუმცა, იმავე წყაროს ცნობით, შესაძლოა, ლომბარდიულმა გუნდმა ტრანსფერში სტეფან ელ შაარავი ჩართოს, რომელიც “რომას” გენერალურ დირექტორ ვალტერ საბატინის ძალიან მოსწონს.

ალესიო რომანიოლი სამშობლოში ახალ ნესტად არის მონათლული და მასზე დიდ იმედს ამყარებენ. გასული სეზონი იტალიის ახალგაზრდული ნაკრების წევრმა გენუის “სამპდორიაში” გაატარა, რომლის როგებშიც 30 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110333