ფეხბურთი

21:57 | 29.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

როი კინი "მანჩესტერს" არ ქომაგობს

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული ირლანდიელი კაპიტანი როი კინი გამოტყდა, რომ “წითელი ეშმაკებისთვის” მას არასდროს უგულშემატკივრია. 43 წლის კინის თქმით, იგი “იუნაიტედს” არც მაშინ გულშემატკივრობდა, როცა მოედანზე გაყავდა.

“არასდროს ვყოფილვარ “მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივარი. არც მაშინ, როცა ამ გუნდში ვთამაშობდი. მე ყოველთვის “ტოტენჰემის” ქომაგი ვიყავი და არა “იუნაიტედის”, - განაცხადა კინმა.

როი კინი “ოლდ ტრაფორდზე” 1993-2005 წლებში თამაშობდა და ინგლისის პრემიერლიგაში გუნდის ღირსება 326 შეხვედრაში დაიცვა და მეტოქეთა კარში 33 გოლი გაიტანა. კინმა “მანჩესტერთან” ერთად 1998-1999 წლების სეზონში ჰეთ-თრიქი შეასრულა.

0.113783