მადრიდის “ატლეტიკოსა” და თურქეთის ნაკრების ნახევარმცველის არდა თურანის აგენტის თქმით, მისი კლიენტი მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში “ატლეტიკოს” დანამდვილებით დატოვებს. ამის შესახებ მან ნტვსპორ-თან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ახალი კლუბის ვინაობას საზოგადოება უახლოეს 4 დღეში შეიტყობს.
“ამ ოთხ წელიწადში არდამ “ატელტიკოსთვის” ყველაფერი გააკეთა. ახლა კი ახალი გამოწვევების ჯერია. ვფიქრობ, არდას ახალი გუნდის ვინაობა მომავალ ოთხ დღეში გახდება ცნობილი”, - მაბობს თურქი ფეხბურთელის აგენტი.
თავის მხრივ, იტალიური მედიის ცნობით, მადრიდელებს არდას შემცვლელს აპენინზე მიაგნეს. საუბარი “ნაპოლის” ესპანელ შემტევ ხოსე კალეხონზეა, რომლის გვარსაც “როხიბლანკოს” აქტიურად უკავშირებენ.
28 წლის არდა თურანი “ატლეტიკოში” 2011 წლიდან მოყოლებული თამაშობს, ხოლო გასულ სეზონში ლა ლიგაში ჩატარებულ 32 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ოღონდ მანიუში არა
რას ჩალიჩობს ატლეტიკო? წამყვან ფეხბურთელებს რატო უშვებს?
დარჩი სადაც ხარ სხვაგან ვერ ივარგებ
ტოპ კლუბობის გზას ადგას ატლეტიკო და არავინ იცის ესე გააგრძელებს თუ არა მაგაზე ბაზარი არ არის. მაგრამ ტუტულები ნაღდად არ აკლდა თურანს მადრიდში
4 წლის მანძილზე, რაც ატლეტიკოში გაატარა,მოიგო: ლა ლიგა,კოპა დელ რეი,ესპანეთის სუპერთასი,ევროპის სუპერთასი და ევროპის ლიგა. + ესპანეთის სუპერთასზე დამარცხდა ერთხელ და ლიგის მოგებაზე წამები დააკლდა
ჩელსიში უნდა წამოვიდეს ამ კაცმა
ჩელსიში მაგალითად ოსკარის შემცვლელად კარგი იქნება. მეორე ტაიში კარგად შეცვლის ოსკარს
რატო ზამენაზე არ დასვამს?
არდა იმედია ლივერში გადავა.ძაან მევასება მაგარი კაცია არდაშე
ლივერს სიტყვაც არ დასცდენია ამაზე
მხოლოდ ერთი კითხვა მიჩნდება: რატომ ?
ხო ვამბობ არ გააჩნიათ რა ერთგულების ნატამალი
რა ერთგულებას ამბობ? ფეხბრთელს რო ტიტულები უნდა ეგ ცუდია? ატლეტიკომ თუ ერთი სეზონით გამოვარდა ეს არ ნიშნავს რო სულ ეგრე იქნება,გრანდი უნდა ამ კაცს
1 სეზონიო ბიჭო
ზედიზედ 6 სეზონი უტიტულოდ არ რჩებოდა ატლეტიკო. ეს ისე ცნობისთვის .... არსენალი კი არაა ატლე რო ტიტული ვერ მოიგოს 
ცოტა მოიგო ატლეტიკოში ტიტული?
1 სეზონი რატომ დიდი ხანია უკვე კარგ გუნდად ჩამოყალიბდა. და ბევრი გრანდია დღეს ვინც ტიტულს ტიტულზე იგებს ?