სხვა

19:42 | 29.06.2015 | ნანახია 0 - ჯერ

ტოჩინოშინის მინიმალური წინსვლა
კომუსუბობა მომავლისთვის გადაიდო

მას შემდეგ, რაც ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშო 9 მოგებით და 6 მარცხით დაასრულა, მის კომუსუბის ტიტულამდე აღზევებას ველოდით, თუმცა, ეს იმედები არ გამართლდა.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი მაისი სუპერტურნირზე დასავლეთის პირველი მაეგაშირას წოდებით ირჯებოდა, განახლებულ რეიტინგში (ბანძუკე) კი მისი წინსვლა მინიმალურად გამოიხატა: მომავალ შეჯიბრზე ქართველი გოლიათი აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა იქნება.

ასევე მინიმალური უკუსვლა შეეხო გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელსაც, რომელმაც გასულ სუპერტურნირზე მინიმალური უარყოფითი ბალანსი (7 მოგება, 8 მარცხი) დააფიქსირა. გაგამარუმ აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა წოდება დასავლეთის მე-6 მაეგაშირობაზე გაცვალა.

ისიც ვთქვათ, რომ იოკოძუნას ტიტულს ინარჩუნებენ ჰაკუჰო, ჰარუმაფუჯი და კაკურიუ, ნაცუ ბაშოს გამარჯვებული ტერუნოფუჯი ოძეკის წოდებამდე აღზევდა. ასეთივე რანგში იასპარეზებენ კისენოსატო, გოეიდო და კოტოშოგიკუ, სეკივაკეობამდე აღზევდნენ ტოჩიოძანი და იჩინოჯო, ხოლო ტაკარაფუჯი (პირველად კარიერაში) და მიოგირიუ კომუსუბები არიან.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო ბაშო ნაგოიაში 12-26 ივლისს შედგება.


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:54 | 28.04.2013
muxransk (8)

ჩელსი ევროპის ლიგას მოიგებს და სუპერ თასსაც მიაყოლებს დედას უტირებს

00:57 | 27.04.2013
TMPRO (102)

trophymanager.com/?c=2639151 ონლაინ საფეხბურთო მენეჯერი. შექმენით საფეხბურთ გუნდი მიიღეთ მონაწილეობა ტურნირებში გაიმარჯვეთ და მოიგეთ პრიზები.

14:16 | 25.04.2013
babubabu (17085)

იმედია ჩელსი მოიგებს

12:57 | 25.04.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

ბენფიკა იგებს ევროპა ლიგას!!!

12:37 | 25.04.2013
arsenal-14 (2185)

მოიგებს ჩელსი ევროპის ლიგას, და ფენერი კიდე ბაზელს გამოაგდებს ასე მგონია

13:32 | 25.04.2013
In vino veritas (2107)

ვინ ვის გამოაგდებსო? )))

12:00 | 25.04.2013
Soso Mkalavishvili (1)

მართალიააა ჩელსი ჩემპიონიაააააააააააააა დააააააა ყველაზე ყველაზე მაგარი გუნდიც არიიის საერთოდ ფაქტიააა რო პრემიერლიგა ყველაზე დონე ჩემპიონატიაააა

11:41 | 25.04.2013
mata (291)

ჩელსი ჩემპიონია და ამას წინ ვერავინ დაუდგება!!!

11:16 | 25.04.2013
dzvalski (117)

stripslashes((strlen('https://www.facebook.com/PexburtisPrognozebi')>0?'https://www.facebook.com/PexburtisPrognozebi':'https://www.facebook.com/PexburtisPrognozebi')) like da pexburtis sauketeso prognozebi upasod gvewviet

11:09 | 25.04.2013
GreeNsTreet (6426)

ბაიერნმა ფინალში მოგოს ჯერ.. კლოპის დორტმუნდი კიდევ ერთხელ დააჭერინებს იმედია როგორც შარშან და შარშან წინ

11:04 | 25.04.2013
linkin-park (3179)

ჩელსის მოგება იმიტო მინდა რო სუპერთასზე მერე აბაროტი აუღოს ბაიერნმა თორე ისე ბაზელს ვბალეშიკობ

11:40 | 25.04.2013
mata (291)

რავიცი აბა ჯერ დორტმუნდს მოუგებს თუ არა ბაიერნი ესაა საკითხავი
და მეორეც რაღაც ძაან მეეჭვება ჩელსის სტილსაც იგივენაირად კარგად გაუმკლავდეს. (თავში ნუ აუვარდება ბაიერნს თორე დაიჭერს კიდე ჩეხის Y**ეს

10:37 | 25.04.2013
mia san mia (60)

არ დაგავიწყდეთ იტალიაში მაყურებლების მაგივრად გაკრული პლაკატები სტადიონზეეე )))))))))))

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064219