თბილისი “დინამოს” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბი ევროპის ლიგის მატჩზე ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციას “დინამო არენას” მედია დარბაზში 1 ივლისს, 18:00 საათიდან 18:30 საათამდე გასცემს. 2 ივლისს “დინამო” აზერბაიჯანულ “გაბალას” ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში დაუპირისპირდება.
აკრედიტაციების გაცემის შემდეგ, 18:40 საათზე “დინამოს” მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე მატჩისწინა პრესკონფერენციას გამართავს. 19:00 საათზე თბილისელები ვარჯიშს შეუდგებიან, ჟურნალისტებს კი შეეძლებათ გუნდის წვრთნას პირველი 15 წუთი დააკვირდნენ.
“გაბალას” თავკაცი ჟურნალისტებს 19:30 საათზე შეხვდება. აზერბაიჯანული გუნდი ვარჯიშს 20:00 საათზე დაიწყებს და პრესას გუნდზე დაკვირვებისთვის 15 წუთს გამოუყოფენ.
“დინამო” - “გაბალას” მატჩზე დასასწრები ბილეთები “დინამო არენას” სალაროებში 1 ივლისიდან გაიყიდება, მისი ღირებულება კი 5 ლარი იქნება.