საფეხბურთო კლუბმა ფოთის “კოლხეთმა” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ორი მოთამაშე დაიმატა – მამუკა ღონღაძე და ლევან კუხალეიშვილი.
29 წლის ღონღაძე ამპლუით თავდამსხმელია და 2013-2014 წლების სეზონის ქუთაისის “ტორპედოში” გაატარა, სადაც 8 მატჩში 4 გოლი გაიტანა. თუმცა, შემდეგ მძიმე ტრავმა მიიღო და გასული სეზონი გაუცდა. ის 2010-2013 წლებში ლატვიის ვირშლიგაში თამაშობდა. 2012 წელს, ღონღაძემ დაუგავპილსის “დაუგავასთან” ერთად ლატვიის ჩემპიონატი მოიგო და საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
23 წლის ფორვარდი კუხალეიშვილი განვლილ სეზონში თბილისის “ვიტ ჯორჯიაში” გამოდიოდა, რომლის რიგებში საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 13 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.
“კოლხეთი” მომავალი სეზონისთვის მზადებას 2 ივლისს დაიწყებს, ხოლო ეროვნული ჩემპიონატის საშინაო მატჩებს ისევ ლანჩხუთში ჩაატარებს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ფოთის მუნიციპალიტეტი კლუბის ბიუჯეტში 200 000 ლარს ჩარიცხავს.