ფეხბურთი

12:43 | 29.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

რევიშვილმა “დილას” მეტოქეს აჯობა (+VIDEO)

სარანსკის “მორდოვიამ”, რომლის კარს მომავალ სეზონში რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში ნუკრი რევიშვილი დაიცავს, სერბეთში შეკრებაზე ბელგრადის “პარტიზანს” 1:0 აჯობა (VIDEO). საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა. ის სარანსკელებთან კონტრაქტს სამედიცინო შემოწმების გავლის მერე გააფორმებს. “პარტიზანი” უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის “დილას” მეტოქეა.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის “ფრაიბურგმა”, რომელსაც ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში საქართველოს მოქალაქე ლუკას ჰუფნაგელი დაემატა, ობერლიგის “ფრეიბურგერს” 2:1 სძლია. ჰუფნაგელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.149592