ფეხბურთი

0:34 | 29.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

კონოპლიანკა “ტოტენჰემში”?

დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” ნახევარმცველი ევგენი კონოპლიანკა ლონდონის “ტოტენჰემის” ფეხბურთელი გახდა. ამ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport ავრცელებს.

მოსალოდნელია, რომ ინგლისური კლუბი ტრანასფერის შესახებ მალე ოფიციალურად გამოაცხადებს, მანამდე კი, უკრაინელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა.

ადრე ჩნდებოდა ინფორმაცია, რომ 25 წლის ნახევარმცველის თავის რიგებში ხილვა ინგლისურ, ესპანურ და თურქულ კლუბებს სურდათ.

0.127335