თამაშგარე

21:36 | 28.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

შვაინშტაიგერი და ივანოვიჩი დაინიშნენ

მსოფლიო ჩოგბურთის მშვენება ანა ივანოვიჩი მალე მისის შვაინშტაიგერი გახდება. წინასაუიმბლდონო წვეულებაზე ივანოვიჩს ბრილიანტის ბეჭედი ეკეთა. როგორც პორტალი Inserbia.info იუწყება ანა ივანოვიჩი და ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონი ბასტიან შვაინშტაიგერი “როლან გაროსის” ტურნირის დროს პარიზში დაინიშნენ. წყაროს ცნობით, აღნიშნული ფაქტი ივანოვიჩის მენეჯერმა დან ჰოლზმანმა დაადასტურა და აღნიშნა, რომ ის ბედნიერია რადგან ანას და ბასტიანს ერთად ხედავს.

ადრე ივანოვიჩმა განაცხადა, რომ მისთვის ოჯახი ყველაზე წმინდა რამ არის და მას მინიმუმ სამი შვილი უნდა.

ფაქტია ბოლო თვეებია, სადაც ივანოვიჩია იქ ბასტიანიცაა. “როლან გაროსის” ტურნირის დრო გერმანელ თავის სატრფოს გულმხურვალედ და ემოციურად გულშემატკვირობდა და იმ პერიოდში გავრცელდა ვიდეო სადაც ბასტიანი და ანა ერთმანეთს მეტად ემოციურად ეხებოდნენ. (VIDEO)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113184