როგორც გაზეთი La Stampa იუწყება ლონდონის “არსენალი” მზადაა 21 მილიონ სტერლინგად არტურო ვიდალი შეიძინოს.
“იუვენტუსის” ფეხბურთელს “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა აღნიშნული წყაროს ცნობით “არსენალი” სამხრეთ ამერიკელს შეუთანხმდა.
გასული სეზონის სერია ა-ში ჩილელმა 28 მატჩში 7 გოლი გაიტანა. “კოლო კოლოს” ყოფილ ფეხბურთელს ევროპულ კონტინენტზე ლევერკუზენის “ბაიერშიც” უთამაშია. ასე რომ ვიდალისთვის “არსენალი” რიგით მეოთხე კლუბი იქნება.