როგორც Sky Sports იუწყება პორტუგალიელი მოთამაშე ედერი კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს. 27 წლის ფეხბურთელი “ბრაგადან” უელსურ “სუონსში” 5 მილიონ სტერლინგად გადავიდა.
გვინეა-ბისაუში დაბადებული ედერი 2012 წლიდან “ბრაგას” წევრი იყო. ამდროიდან მოყოლებული პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს.
ტანმაღალმა ფორვარდმა გასული სეზონის პორტუგალიის ჩემპიონატში 29 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია