ფეხბურთი

18:15 | 28.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დინამოში” ვუჩეტიჩი იმუშავებს

როგორც “დინამო თბილისის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება გუნდს ფიზმომზადების ახალი მწვრთნელი ჰყავს. ხორვატ იასმინ მუიჯას ნაცვლად დინამოელთა სამწვრთნელო შტაბში ივან ვუჩეტიჩი იმუშავებს.

34 წლის სპეციალისტ გია გეგუჩაძესთან ერთად “ზესტაფონში” მუშაობდა. ბოლო დროს კი სერბი საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” მწვრთნელებსა და ექიმებს ცოდნის გაღრმავებაში ეხმარებოდა.

ვუჩეტიჩს უმუშავია “ჩუკარიჩკიში”, “რადში”, დონეცკის “მეტალურგსა” და “პარტიზანში”.

0.141965