თელავის 10-ათასიან ტურნირზე პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ნახევარფინალში გასვლა მოახერხა, სადაც მე-7 რეიტინგის მქონე სლოვენიელ ტამარა ზიდანსეკთან 2:6, 1:6 დამარცხდა.
შვედურ ჰელსინგბორგში 25-ათასიან ტურნირზე წყვილთა შეჯიბრის მოგებამდე 1 ნაბიჯი დააკლდათ პირველ ნომრად განთესილ ეკატერინე გორგოძეს და შვედ კორნელა ლისტერს. მათ ფინალში თურქ ოზგენთან და ამერიკელ პერასთან 2:6, 0:6 წააგეს.
თურქეთის ქალაქ სტამბოლში გამართულ 10-ათასიან ტურნირზე მეოთხედფინალამდე მისვლა შესძლო ალექსანდრე მეტრეველმა.
მე-6 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა დომინიკელი რობერტო სიდი – 7:6 (7:4), 6:3 დაამარცხა, შემდეგ კი თურქ ანილ იუკსელსაც სძლია – 6:2, 6:3. მეოთხედფინალში მეტრეველმა კიდევ ერთი მასპინძელ სემ ილკელთან 1:6, 0:6 წააგო.