იტალიური “ტორინოს” მარჯვენა მცველი ბრუნო პერესი პორტუგალიური გრანდის ინტერესის სფეროში მოექცა.
Record-ის ცნობით, 25 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ “დრაკონები” 12 მილიონ ევროს იხდიან. მანამდე “პორტუმ” უკვე მიმართა იტალიელებს პერესის შეძენის სურვილით, მაგრამ უარი მიიღო, რადგან ტურინელებს ამ ტრანსფერიდან 15 მილიონის მიღება უნდათ.
პორტუგალიელები ფიქრობენ, რომ ბრუნო პერესი დანილოს შეცვლის, რომელიც ამ ზაფხულს მადრიდის “რეალში” გადადის. ბრაზილიელმა სერია A-ს განვლილ სეზონში ჩატარებულ 34 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.







