ფეხბურთი

21:22 | 28.06.2015 | ნანახია NaN - ჯერ

“ფიორენტინა” სალაჰს წარმოუდგენელ პირობებს სთავაზობს

ფლორენციის “ფიორენტინას” დირექტორმა ვინჩენცო გუერინიმ დაადასტურა, რომ კლუბს ლონდონის “ჩელსიდან” განათხოვრების წესით აყვანილი ნახევარმცველის, მოჰამედ სალაჰის იტალიაში დატოვება უნდა.

“მინდა ვუთხრა გულშემატკივრებს, რომ კლუბმა სალაჰს გასაგიჟებელი წინადადებით მიმართა. ვფიქრობ, ის ამ შეთავაზებას მიიღებს. გასაგებია,რომ მის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია და პირადად მასაც მაქსიმალურად დიდი თანხის გამომუშავება უნდა, მაგრამ ჩვენ მართლა ძალიან კარგი წინადადება გავამზადეთ. გული დამწყდება, თუ სალაჰს ვერ შევინარჩუნებთ. მან ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა და მისგან მუდამ პოზიტივი მოდიოდა. დარწმუნებული ვარ, სალაჰი დარჩება” - თქვა გუერინიმ.

“ფიორენტინას” აქვს უფლება, რომ “ჩელსისთან” სალაჰის არენდა ერთი წლით გაახანგრძლივოს, ოღონდ ამაზე თავად ფეხბურთელი უნდა დათანხმდეს, თუმცა, იტალელებს მისი კონტრაქტის სრულად გამოსყიდვა უნდათ. 23 წლის მოჰამედი “ჩელსიში” 2014 წლის ზამთარში გადავიდა და მალევე “ფიორენტინას” შეუერთდა. სერია A-ში ჩატარებულ 16 მატჩში მან 6 გოლი გაიტანა.

0.081006