ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ჯერ კიდევ მადრიდის “რეალის” კარის დარაჯი იკერ კასილასი მოლაპარაკებას იტალიურ “რომასთან” აწარმოებს.
34 წლის მეკარე გუნდს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ კლუბი “მანჩესტერ იუნაიტედიდან” დავიდ დე ხეას შეიძენს.
კასილასის ტრანსფერის პირობები არ ხმაურდება. გასულ სეზონში ყველა ტურნირში ერთად მან 47 მატჩში მიიღო მონაწილეობა.