გენუის “სამპდორია” “ნაპოლის” კოლუმბიელი მცველით, ხუან სუნიგათი დაინტერესდა.
29 წლის ფეხბურთელი ნეაპოლელთა რიგებში სათამაშო დროის სიმცირეს უჩივის და გუნდის გამოცვლა უნდა. Sport Mediaset-ის ინფორმაციით, “სამპდორია” მზადაა მისი ტრანსფერი გამოისყიდოს.
სუნიგა “ნაპოლიში” 2009/2010 წლების სეზონიდან თამაშობს და ბოლო ორი წელიწადია სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. სერია A-ს განვლილი გათამაშების 7 მატჩში მან ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.