“მანჩესტერ იუნაიტედი” “ევერტონისთვის” მცველ შეიმუს კოულმენის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალურ წინადადებას ამზადებს.
ESPN-ის ცნობით, 26 წლის ირლანდიელი მარჯვენა მცველის მიმართ დაინტერესება პირადად ლუის ვან გაალმა გამოთქვა. მას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დაცვის ხაზის გაძლიერება სურს.
შეიმუს კოულმენი “ევერტონში” 2009 წლიდან თამაშობს და მის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2019 წელს ეწურება. პრემიერლიგის გასულ სეზონში ჩატარებულ 35 მატჩში მან სამი გოლი გაიტანა და ამდენჯერვე გააკეთა საგოლე გადაცემა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამას ვან დერ ვილი ჯობია