დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი ილკაი გუნდოგანი საკუთარ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას დათანხმდა.
ბოლო დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 24 წლის ფეხბურთელი კარიერას “ბარსელონაში”, ან “ბაიერნში” გააგრძელებდა, თუმცა, გერმანული Bild-ის ცნობით, მას არსებული შეთანხმების მინიმუმ ერთი წლით გახანგრძლივება უნდა.
შეგახსენებთ, რომ გუნდოგანის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2016 წელს ეწურება.
ამრიგად, ალბათობა იმისა, რომ ილკაი ამ ზაფხულს “დორტმუნდს” არ დატოვებს, ძალიან დიდია. “ბარსელონასა” და “ბაიერნის” გარდა, მის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი”, “არსენალი” და პსჟ იჩენენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია