ძიუდო

11:12 | 28.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბრწყინვალე სტარტი - 5:0 ჩეხეთთან

მამაკაცთა გუნდურ ჩემპიონატში ევროკონკურენციაში 10 ქვეყანა ჩაერთო. მეორე ნომრად განთესილმა საქართველოს ნაკრებმა პირველ წრეში დაისვენა და მეოთხედფინალით დაიწყო, სადაც ჩეხეთს ძალიან ადვილად აჯობა – 5:0.

ამირან პაპინაშვილმა (66 კგ) პაველ პეტრიკოვს უილეთო ბრძოლაში ორი შიდოთი აჯობა. ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) იაკუბ იეჩმინეკი მსაჯს სამ წუთში ოთხჯერ გააფრთხილებინა. ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) იარომირ მუსილს ვაზარი აკმარა. ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) ალექსანდრ ჟურეჩკა მეოთხე წუთზე გააკრა ტატამს ბეჭებით. წერტილი კი ლევან მატიაშვილმა დასვა, მიხალ ჰორაკისთვის შესრულებული სუფთა გდებით.

ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები უნგრეთს დაუპირისპირდება, რომელმაც მეოთხედფინალში გერმანიას 3:2 აჯობა.

ვასილ მშვილდაძე ბაქოდან

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089875