ვარლამ ლიპარტელიანი ერთადერთი ძიუდოისტია ევროპაში, ვისაც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში კონტინენტის პირველობა უმედლოდ არ ჩაუმთავრებია. ევროპის 2-გზის (2012, 2014 წლის) ჩემპიონს პოდიუმის უმაღლესი საფეხურის ზედიზედ მეორედ დასაპყრობად ერთადერთი გამარჯვება დააკლდა.
"ძალიან მინდოდა, ევროპის პირველი თამაშების ჩემპიონი გავმხდარიყავი. ნორმალურ ფორმაშიც ვიყავი, მაგრამ სამწუხაროდ, ამჯერად მიზანს ვერ მივაღწიე. სპორტია და ასეთი რამ ყოველთვის შეიძლება მოხდეს. ჭრიკიშვილს დავპირდი, თუ ოქროს მედალს მოიპოვებდა, მეც ჩემპიონი გავხდებოდი. გული მწყდება, რომ დაპირება ვერ შევასრულე. თუმცა ბაქოდან ოქროს მედლის გარეშე მაინც არ უნდა წავიდე. ხვალ ევროპის გუნდური ჩემპიონატია და აუცილებლად უნდა მოვიგოთ” – უთხრა "მსოფლიო სპორტს” ვარლამ ლიპარტელიანმა.
ვასილ მშვილდაძე ბაქოდან