საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური "გენკის" შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი 2015-2016 წლების სეზონში ახალი ნომრით ითამაშებს. 23 წლის ფეხბურთელი მომავალ სეზონში "გენკის" 7 ნომრიან მაისურს მოირგებს. საზოგადოებას ამის შესახებ ფეხბურთელმა სოციალური ქსელიდან აცნობა. ოქრიაშვილი “გენკში” აქამდე 49 ნომრით თამაშობდა.
გასულ სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა ბელგიის იუპერ ლიგაში 23 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.