საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი ევროპის პირველი თამაშების და კონტინენტის 2015 წლის ჩემპიონია. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდის უმძიმესმა წევრმა პოლონელი მაციეჟ სარნაცკის, თანაგუნდელ ლევან მატიაშვილისა და ლიტველი მარიუს პასკევიჩუსის ძლევის შემდეგ, ფინალში ებრაელი ორ სასონი შებოჭა და ოქროს მედალი მოიპოვა (VIDEO).
ვასილ მშვილდაძე ბაქოდან