ფეხბურთი

18:17 | 27.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

პაპუნა ფონიავა: “არ ვფიქრობ, რომ კვიპროსული გუნდი გადაულახავი ბარიერია”

ბათუმის “დინამოს” ახალწვეულის პაპუნა ფონიავას აზრით, უეფას ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის “ომონია” გადაულახავი ბარიერი არაა.

“დინამოში” მისვლამდე ზოგიერთ ფეხბურთელს კარგად ვიცნობდი. ძალიან მესიამოვნა, რომ გუნდში მეგობრული ატმოსფერო დამხვდა და ამიტომ, ადაპტაცია არ გამჭირვებია.

ვცდილობ, მოახლოვებულ ევროპა ლიგის მატჩებს კარგ ფორმაში შევხვდე და ამისთვის თურქეთში საუკეთესო პირობებია შექმნილი. მოედნის ცენტრში, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ვთამაშობ. თუმცა, ერთ-ერთ შეხვედრაში თამაში მარჯვენა ნახევარმცველად მომიწია. ვეცდები, რომ ნებისმიერ პოზიციაზე მაქსიმალურად დავიხარჯო.

ძლიერი მეტოქე გვერგო, მაგრამ ხელწამოსაკრავი გუნდი არც ჩვენ ვართ. მეტოქეს, აუცილებლად ჩვენი თამაში უნდა შევთავაზოთ. გამოცდილების მიუხედავად, არ ვფიქრობ, რომ კვიპროსული გუნდი გადაულახავი ბარიერია” – განაცხადა ფონიავამ “დინამოს” ვებგვერდთან საუბარში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11112