ფეხბურთი

18:04 | 27.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ხინთიბიძე:” შესაძლოა ევროპულ ტენდენციებს სამუდამოდ ჩამოვრჩით”

პირველი ლიგის წარმომადგენელმა ოზურგეთის “მერცხალმა” ნიკოლოზ ხინთიბიძე დაიბრუნა. 23 წლის ფეხბურთელმა “მერცხალში” დაბრუნების შემდეგ “მსოფლიო სპორტისთვის” მცირე კომენტარი გააკეთა:

“ვფიქრობ მოვიდა დრო ვიბრძოლოთ უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად. პირველ ლიგაში რეგულარულად ვთამაშობთ, იმედი გვაქვს ტრადიცია დაირღვევა და 16 საუკეთესო კლუბს შორის მოვხვდებით. გახარებული ვარ მშობლიურ ქალაქში დაბრუნებით, თუმცა იმედგაცრუებული ქართულ ფეხბურთში არსებული პრობლემებით.

მინდა თქვენი ვებგვერდის საშუალებით აზრი გამოვთქვა ქართულ ფეხბურთში არსებულ მდგომარეობაზე. ძალიან კარგია, რომ ევროპის სუპერთასისა და ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოვიპოვეთ, მაგრამ მეორე მხრივ გული მწყდება, რომ ადგილობრივი ფეხბურთის განვითარებაზე არავინ ზრუნავს. ქართული ფეხბურთის დონე ეცემა და რეალური პრობლემების გადაჭრაზე არავინ ზრუნავს. ისმის საუბარი, მაგრამ არ ჩანს საქმე. ევროპულ ფეხბურთს საკმაოდ ჩამოვრჩით, ვფიქრობ იქ არსებულ ტენდენციებს ფეხს ვეღარ ავუბამთ. ევროპაში ფეხბურთი სამეცნიერო დონეზე აიყვანეს, რასაც ათწეულებით ჩამოვრჩებით” – განაცხადა ხინთიბიძემ.

პირველი ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო ფორვარდმა გასული სეზონის მეორე ნახავერში ტყიბულის “მეშახტესთვის” ითამაშა. იმერელთა შემადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი შეაგდო.

ხინთიბიძე 2012 წლიდან გასული სეზონის მეორე ნახევრამდე ოზურგეთის “მერცხალში” თამაშობდა და კლუბის გამორჩეული წევრი იყო.

0.146604