ფეხბურთი

17:31 | 27.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

"სიონს" ბოლნისში თამაში უნდა

საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადარმა ბოლნისის "სიონმა" შესაძლოა, ახალი სეზონიდან ბოლნისში, "თამაზ სტეფანიას" სახელობის სტადიონზე ჩაატაროს საშინაო მატჩები.

"სიონის" დირექტორმა ლადო ბურდულმა საშეჯიბრო კომიტეტს წერილი გაუგაზვნა იმის შესახებ, რომ ბოლნისის სტადიონის მოედნის საფარი საგრძნობლად გაუმჯობესდა და უსაფრთხოების ზომებიც დაცულია. ამის შესახებ "სიონის" ვებგვერდი იუწყება.

როგორც ცნობილი გახდა, უახლოეს პერიოდში საშეჯიბრო კომიტეტის წარმომადგენლების ბოლნისში ჩასვლა იგეგმება, რომლებიც სტადიონის მდგომარეობას კიდევ ერთხელ შეისწავლიან.

გასულ სეზონში "სიონი" საშინაო მატჩებს თბილისში "მიხეილ მესხზე" და გორში "თენგიზ ბურჯანაძეზე" ატარებდა.

0.119115