ფეხბურთი

17:15 | 27.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფოთის “კოლხეთში” ინჯიბაშვილი ითამაშებს

როგორც playersagency.wordpress.com იუწყება, ფოთის “კოლხეთის” შემადგენლობაში 23 წლის ამბერკ ინჯიბაშვილი ითამაშებს. ფეხბურთელი ახალ კლუბს 28 ივნისს შეუერთდება, როდესაც დაიწყება წინასასეზონო შეკრება.

უკრაინის მოქალაქე, რომელიც ოზურგეთშია დაბადებული, ქართულ ფეხბურთში გასული ზამთრის შესვენების შემდეგ გამოჩნდა. მან “გაგრას” მაისურით 16 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.

ინჯიბაშვილმა ფეხბურთის თამაში სწორედ ფოთში დაიწყო, შემდეგ კი უკრაინულ კლუბებში “ედნისტის”, ნოვა კახოვკას “ენერგიასა” და კიევის “ობოლონ-ბროვარიაში” თამაშობდა. ხსენებული კლუბები უკრაინის რანგით მესამე ლიგაში გამოდიან.

0.135864